ჩვენი გუნდი 2002 წლიდან მოღვაწეობს საკონდიტრო ტექნოლოგიების სფეროში. ამ წლების განმავლობაში საქართველოში პირველებმა შევქმენით არაერთი პროდუქტი, მათ შორის შოკოლადი, მარმელადი, ზეფირი, პრალინე და ჟელიბონი. სწორედ ამ გამოცდილებაზეა დაფუძნებული ჩვენი ბრენდი დელიციას მრავალწლიანი გამოცდილება, ცოდნა და მუდმივი ძიება განსაკუთრებულ პროდუქტებად ვაქციეთ. რომლებიც თქვენთვის მხოოდ საკვები ან სამელი კი არ იქნება , არამედ ყოველდღიურობას გაგილამაზებთ და სიამონებას მოგანიჭებთ.
მრავალფეროვანი საკონდიტრო ტექნოლოგიების ცოდნა, საშუალებას გვაძლევს მუდმივად განვაახლოთ ჩვენი ასორტიმენტი და უამრავი სიახლე შემოგთავაზოთ. ჩვენ ვქმნით განსაკუთრებულ ტკბილეულს და არა მარტო ტკბილეულს. პროდუქციის დამზადება ხდება თანამედროვე დანადარებით აღჭურვილ საწარმოში ,სადაც ზედმიწევნით დაცულია ჰასპისა და აისო 22000 ყველა სატანდარტი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რათა თქვენთვის განკუთვნილი პროდუქცია აკმაყომილებდეს ყველაზე მაღალ გემოვნურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს. გვსურს გავზარდოთ ნდობა ქართული პროდუქციის მიმართ და ავამაღლოთ მისი ავტორიტეტი.
დღეს ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ახალი, საინტერესო და ხარისხიანი ტკბილეული, სასმელები და სასუსნავები, რომლებიც არა მხოლოდ ყოველდღიურ სიამოვნებას შექმნის, არამედ სიახლესაც შემოიტანს ქართულ ბაზარზე.
ისიამოვნე ჩვენი პროდუქტებით, გაუკეთე ყოველდღიური საჩუქარი საყვარელ ადამიანებს და საკუთარ თავს.